|
2025-03-13 12:08:27, 494 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ოპოზიციონერები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია
არც პაატა მანჯგალაძეს, არც ალეკო ელისაშვილს, არც სალომე სამადაშვილს და არც სხვა ბევრ სახელ და გვარს არავინ არ ეკითხება ვინ სად გაერთიანდება, ვინ ვის გაუწყრება, გაუბრაზდება და სხვა პარტიის სახელით იმოქმედებს - ახლა თითქოს დგამენ იმ შოუს, რომ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ და ინტერესებს ვერ იყოფენ, მაგრამ როგორც კი დავალება მოუვათ ზუსტად ისე გაერთიანდებიან, როგორც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაერთიანდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციის ერთიანობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერები „უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია”. „არც პაატა მანჯგალაძეს, არც ალეკო ელისაშვილს, არც სალომე სამადაშვილს და არც სხვა ბევრ სახელ და გვარს არავინ არ ეკითხება ვინ სად გაერთიანდება, ვინ ვის გაუწყრება, გაუბრაზდება და სხვა პარტიის სახელით იმოქმედებს. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს მათი გადასაწყვეტი არ არის - ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენლები და ჯაშუშები არიან. მიღებულ დავალებაზე კი ჯაშუშის ერთადერთი პასუხი ის არის “რამდენად სწრაფად უნდა შევასრულო დავალება”. მათ არავინ არ ეკითხება იმას გააკეთებენ თუ არა - დავალება მიღებულია და უნდა შესრულდეს დათქმულ დროსა და ადგილას. ეს არის მათი მოცემულობა და ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია. ეს ადამიანები ახლა ცდილობენ, რომ რაღაც შოუ დადგან - ზუსტად იგივე მოცემულობაა, რაც არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით. ახლა თითქოს დგამენ იმ შოუს, რომ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ და ინტერესებს ვერ იყოფენ, მაგრამ როგორც კი დავალება მოუვათ ზუსტად ისე გაერთიანდებიან, როგორც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაერთიანდნენ. გვახსოვს, ალეკო ელისაშვილი როგორ აგინებდა ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ შემდეგ გამოგვეცხადა და ერთმანეთს ისე „გადაეფსკვნენ“, როგორც ბავშვობის ძმაკაცები. რა პრობლემაა? - მათთვის არც ნათქვამ სიტყვას აქვს აზრი, არც მოქმედებას - მთავარი დავალებაა. დავალება მიიღეს, რომ უნდა გაერთიანებულიყვნენ და გაერთიანდნენ. ასეთივე მოცემულობა იქნება მომავალში, ამიტომ, როცა ადამიანი ჯაშუშობაზე აწერს ხელს, ის კარგავს საკუთარ თავს, იდენტობას, სინდისს, ნამუსს და ადამიანობას“, - განაცხადა გორდულაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)