|
2025-03-10 13:30:12, 468 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ვერ გავიგე რას მედავება შსს - გზის გადაკეტვას თუ მოქალაქეებთან კონფლიქტში შესვლას
ყველა სასამართლო პროცესს ფორმალურად განვიხილავ - არცერთი პროცესი არ ეფუძნება რეალურ სამართლებრივ საფუძვლებს - მე ვერ გავიგე რას მედავება შსს - გზის გადაკეტვას თუ მოქალაქეებთან კონფლიქტში შესვლას, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს მისი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. დეკანოიძის თქმით, ფორმალობაა ყველა პროცესი, რომელიც დღეს სასამართლოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ იმართება. „ფორმალობაა ყველა პროცესი, რომელიც დღეს სასამართლოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ იმართება. ჩვენ გვყავს რეჟიმის ტყვეები, სინდისის პატიმრები, ვისი სასამართლოც ახლა მიმდინარეობს. სასამართლოს დერეფნებსა და დარბაზებს თუ შეხედავთ, წარმოუდგენელია ის ვითარება, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. რაც შეეხება მასალებს, არ ვიცი რა მასალები უნდა წარადგინონ. ეს არ არის ჩემი პირველი შეზღუდვა და ჯარიმა. რამდენიმე დღის წინ ასევე ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე შსს-ს საპატრულო დეპარტამენტმა გამაჩერა 3 ეკიპაჟით და 5000-ლარიანი ჯარიმა მომცა, რომელიც გავასაჩივრე. ფაქტი ერთია, რომ ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკურია. ის შეზღუდვები, რომელიც სტუდენტებს და მოქალაქეებს უწესდებათ, ამ რეჟიმის მომდევნო საშინელი გამოხატულებაა. ყველა სასამართლო პროცესს ფორმალურად განვიხილავ - არცერთი პროცესი არ ეფუძნება რეალურ სამართლებრივ საფუძვლებს. მტკიცებულებები არ არსებობდა. ერთადერთი მტკიცებულება იყო ვიდეო, რომელზეც ხმა არ ისმოდა. ანუ, მე ვერ გავიგე რას მედავება შსს - გზის გადაკეტვას თუ მოქალაქეებთან კონფლიქტში შესვლას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სავარაუდოდ, მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს. შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)