19:53 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 21:54:32, 1271 ნახვა

პოლიტიკა
OSCE/ODIHR-ი 26 ოქტომბრის არჩევნებზე - მრავალმა საკითხმა ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სამართლიანობაზე და შეარყია საზოგადოების ნდობა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნები ჩატარდა ახლად მიღებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედების, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების და ამომრჩევლებზე ზეწოლის სერიოზული შეშფოთებების ფონზე, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად ზღუდავდა ზოგიერთი ამომრჩევლის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას. 

"ჩვენს საბოლოო ანგარიშში გამოვლენილმა მრავალმა საკითხმა ნეგატიურად იმოქმედა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და შეარყია საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ",- განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში ამჟამად საფრთხის ქვეშ მყოფი დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა პრობლემას.

"მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ბაზა იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლოდროინდელი ხშირი შესწორებები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, აჩენდა შეშფოთებას მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ODIHR-ის გრძელვადიანი რეკომენდაცია ყოვლისმომცველი საკანონმდებლო მიმოხილვის ჩატარების შესახებ",- ნათქვამია განცხადებაში.

დასკვნის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics