04:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 22:32:54, 546 ნახვა

პოლიტიკა
კალასი - შევთანხმდით, რომ საჭიროა უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის - კომისია შეთავაზებას წელს გააკეთებს

დღეს, ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭიროა უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და კომისია შეთავაზებას უკვე წელს გააკეთებს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „მათ ასევე განიხილეს ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“. 

„სიტუაცია საქართველოში არ მიდის პოზიტიური მიმართულებით ქართველი ხალხისთვის. დემოკრატიული ქვეყანა არ უნდა ახშობდეს ოპოზიციურ ხმებს და დამოუკიდებელ მედიას. საპასუხოდ, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტექსტი და შევუწყვიტეთ დაფინანსება საქართველოს მთავრობას. დღეს, ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭიროა უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და კომისია შეთავაზებას უკვე წელს გააკეთებს. ჩვენ, ასევე განვიხილეთ, ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას, მათ შორის მთავრობისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რადგან საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს",- განაცხადა კალასმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics