06:22 - 03 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 09:14:59, 1197 ნახვა

პოლიტიკა
აშშ საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტარებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოფიციალური განცხადების თანახმად, სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, ვიზის გაცემა იკრძალება მათთვის, „ვინც საქართველოში პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს ვიზების შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი ქმედება შეეხება, დაახლოებით, 20 პირს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ პარტიის მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვას.

აშშ ამზადებს დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. საქართველოს ხალხთან ერთად, ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც მყარად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის მტკიცე გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ზომებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს“,- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომანიდან და საუდის არაბეთიდან თბილისში სპეციალური ავიარეისები შესრულდება
„კიდევ ერთი ტყუილი. კიდევ ერთი ომი.“ ამერიკელების მხოლოდ ოთხიდან ერთმა დაუჭირა მხარი ირანზე აშშ-ის დარტყმებს
მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს, მეორე დღეა ინტერნეტი არ მიეწოდება, კომპანია დუმს
ბოკუჩავა - დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი