2024-12-10 20:48:49, 547 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე იოსელიანს - შენნაირი პოლის ტილო სახალხო დამცველი ამ ქვეყანას არასოდეს ჰყოლია
ლევან, აქამდე ხმა არ ამომიღია, მეგონა სადღაც გაიღვიძებდა შენში სინდისი, რამე ფორმით ვაჟკაცობა და დავკარგე იმედი: შენნაირი პოლის ტილო სახალხო დამცველი არასოდეს ჰყოლია ამ ქვეყანას,- ამის მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ.
როგორც დოლიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, „პოლის ტილოების კონკურსშიც მეორე ადგილს მოხვალ, იმდენად არავინ არ ხარ“.
„ლევან, აქამდე ხმა არ ამომიღია, მეგონა სადღაც გაიღვიძებდა შენში სინდისი, რამე ფორმით ვაჟკაცობა და დავკარგე იმედი: შენნაირი პოლის ტილო სახალხო დამცველი არასოდეს ჰყოლია ამ ქვეყანას. ყველა გჯობდა: დავით სარალიძეც და ნანა დევდარიანიც, და მისი მაგიდის სანათიც კი.
პოლის ტილოების კონკურსშიც მეორე ადგილს მოხვალ, იმდენად არავინ არ ხარ“,- წერს ანა დოლიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,