15:50 - 21 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 22:50:54, 338 ნახვა

პოლიტიკა
წყლის ჭავლის და გაზის გამოყენება ისევ გრძელდება, ხალხი არ იშლება

რუსთაველზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე სიტუაცია დაიძაბა - როგორებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე გაისროლეს გაზის კაფსულები. 

ასევე, ისმის გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. სპეცრაზმი პერიმეტრის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს.

დაშავებულებს უჭირთ სუნთქვა და ეწვით კანი. დარბევის მიუხედავად, ხალხი პარლამენტთან უკან ბრუნდება. 

ამასთან აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით ისვრიან პიროტექნიკას.

ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. სამი დღის განმავლობაშ ხდება შეტაკება აქციის მონაწილეთა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის, პირველი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი.

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.

28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი. 28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან სანიკიძე - რომეო მიქაუტაძე იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრა
დიმიტრი მედვედევი - უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა
პაველ ჰერჩინსკი - ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი