16:56 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 21:46:44, 394 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა - 12 წლის მანძილზე ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ

ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, 12 წლის მანძილზე „ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ“.

„12 წლის მანძილზე ივანიშვილი და "ქართული ოცნება" კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ, იგნორირებას უკეთებდნენ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მისწრაფებებს. მაგრამ რას ფიქრობს ქართველი ხალხი? ნამდვილად სურთ მათ რუსეთთან დარჩენა?“- წერს იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics