22:21 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 15:10:14, 333 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვიდრე „ქართული ოცნება“ მყარად დგას, გარე ძალების მიერ მართული პარტიების თარეში ვერ მოხდება

ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ქვეყანაში ისევ არსებობენ ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულების მქონე ჯგუფები. ქვეყანაში კვლავინდებურად არსებობენ პოლიტიკური რევანშისა და წარსულში დაბრუნების მოსურნე ძალები. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია სასჯელმისჯილი ყოფილი პრეზიდენტი მის დესტრუქციულ მიმდევრებთან ერთად. მათ მორიგ ჯერზე იწვნიეს ამჯერად მართლაც საბოლოო მარცხი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში რევანში ვერ შედგა და ვერც ვეღარასდროს შედგება, ვერც ხალხისა და ისტორიის მიერ გასამართლებული ფიგურების და ვერც მათ ფრთებქვეშ გამოზრდილი ფერნაცვალი სუბიექტების მიერ.

“რაც მთავარია, საქართველოში, ვიდრე “ქართული ოცნება“ მყარად დგას, ვერ მოხდება გარე ძალების მიერ მართული, ცალ ფეხზე მდგომი ხალხით დაკომპლექტებული, ნაირ-ნაირი სახელებისა და სათაურების ქვეშ შექმნილი პარტიების თარეში. ამ არჩევნებზე ჩვენ დავუპირისპირდით სწორედ ასეთ, გარედან მართულ, კოორდინირებულ და ერთიან ძალისხმევას. სწორედ ამიტომ, ეს იყო და არის ბრძოლა დავითისა და გოლიათისა, სადაც გაიმარჯვა სიმართლემ, გონიერებამ და სამშობლოს სიყვარულმა. რადგანაც ჩვენ ვდგავართ ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მხარეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics