22:22 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 00:30:52, 995 ნახვა

პოლიტიკა
პოლიციამ პარლამენტის ირგვლივ ქუჩები ჩაკეტა, რუსთაველზე ოთხი კარავი გაშალეს - ვიდეო

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები ჩაკეტა - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განლაგებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა და უკანა შესასვლელებთან. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეები ადგილზე კარვებს შლიან.

პარლამენტის წინ ამ დროისთვის, 4 კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეებს კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილი აქვთ წყალი, საკვები, „პარალონები“, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები.

მანამდე, პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი რესპულიკის მოედნიდან მსვლელობით გადაინაცვლეს. 

მსვლელობაში, მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციური კოალიციების ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენონ, ხვალ კი, გააპროტესტონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. 

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics