23:55 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-24 20:52:26, 479 ნახვა

პოლიტიკა
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. დედაქალაქში ავტოკოლონები აღმოსავლეთ საქართველოდანაც შემოვიდა. მოქალაქეები თბილისში დაანონსებულ მასშტაბურ აქციაზე დასასაწრებად ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნების" გაყალბებული არჩევნებით აღშფოთებულები არიან და არ შეეგუებიან. ისინი თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. 

აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით "ქართული განათლება საფრთხეშია".

ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ საქართველო ახლა ევროპულ მომავალს ჰკარგავს და ამიტომ დღეს და ხვალ პარლამენტთან ბევრი ადამიანის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. 

ყველა ერთხმად აღნიშნავს მკაფიო რაღაცას, რომ ჩვენ ვკარგავთ ევროპულ პერპსექტივას. ეს გაყალბებული არჩევნები და გაყალბებული პარლამენტი არის რუსული დუმა, არის კატასტროფა ამ ქვეყნის მომავლისთვის. 9 საათიდან არის დაანონსებული შეკრება და ვისაც ღამე არ სძნავს, მოდით ორზე, სამზე, ვინც ადრე იღვიძებთ, დილით მოდით, იმიტომ, რომ მნიშნეოვანია ჩვენი შილებითვის და მომავლისთვის. ბევრი ადამიანი არის პრევენცია ყველანაირი არეულობის,. რუსული ჭაობის გაფორმება ხდება, - ამბობს გიგი უგულავა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics