01:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-21 20:02:09, 397 ნახვა

პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ​- „ოცნების“ მიერ პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ

სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულ ჩვენს თანამოქალაქეებს ,- ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" 19-20 ნოემბერს აქციაზე დაკავებულების პროცესებსა და მათ მიმართ გამოტანილ განაჩენებს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიონ დაკავებულებსა და მათ ოჯახებს.

"სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ მათ და მათ ოჯახებს. 

"ქართული ოცნება", ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, უკანონოდ, ძალისმიერი მეთოდებით აკავებს ქართველ პატრიოტებს, მათ, ვინც, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, მშვიდობიანად ითხოვენ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რაც არის ჩვენი სამშობლოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი გზა და, შესაბამისად, საშუალება, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მოიპოვოს გარანტირებული უსაფრთხოება, მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ბედნიერება. 

ივანიშვილის რეჟიმი ვერ მიაღწევს მიზანს, დააშინოს და გააჩეროს საქართველოს მოქალაქეები - ისტორია გვაჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ყველაზე ერთიანი, მტკიცე და პრინციპული არის მაშინ, როდესაც სისტემა ჩაგვრასა და რეპრესიებზე გადადის", - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics