05:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 22:42:20, 383 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - პირველი 24 საათის წამზომი ჩაირთო და ჩვენი ერთიანობით ჩვენს გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ

პირველი 24 საათის წამზომი ჩაირთო და ჩვენი ერთიანობით ჩვენს გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს მიმდებარედ, აქციაზე განაცხადა.

ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. აქ ვართ, არ ვიცვლით ფეხს. მივმართავ მოქალაქეებს, შემოგვიერთდით. მივმართავ პოლიციას - ნუ გამოიყენებთ ზედმეტ მეთოდებს ხალხის წინააღმდეგ. დაიცავით კანონი. წინასწარ გატყობინებთ 24 საათიანი პროტესტია. ეს არის გამაფრთხილებელი პროტესტი. ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. ვაპირებთ აქ ვიყოთ. ყოველ საათში გამოვაცხადებთ სიახლეს, რაც გვექნება. არ ვიშლებით.

მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა. მშვიდობიანად ვაპირებთ ამ ადგილზე ვიყოთ 24 საათის განმავლობაში.

მოქალაქეებს მივმართავ, შემოგვიერთდით, მოდით ჩვენთან შეგიძლიათ საკვებით დაეხმაროთ ხალხს, ასევე პლედები მოგვიტანოთ. პირველი წინააღმდეგობის წერტილი აქ, ამ წუთიდან დაიწყო. მშვიდობიანად ვდგავართ. პოლიციას ვუმეორებ, დაიცავით კანონი, ნუ შეასრულებთ პოლიტიკურ დავალებას. ეს არის 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics