07:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-16 00:09:31, 442 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ეწვიონ ოკუპირებულ აფხაზეთს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე აქციების ფონზე რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იქ მგზავრობისგან თავი შეიკავონ, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დარჩენილ რუსებს კი ურჩევს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, "არეულობის წერტილებს არ მიუახლოვდნენ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ქვეყანა დატოვონ". 

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა განცხადებას აქვეყნებს.

"რუსეთში შეშფოთებით აკვირდებიან მეზობლად მიმდინარე მოვლენებს ჩვენთვის მეგობრულ აფხაზეთში, სადაც შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობები კვლავ გამწვავდა. ოპოზიციურმა ძალებმა, სამწუხაროდ, ქვეყნის კანონიერ ხელისუფლებასთან უთანხმოების ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გზით რეგულირება შეუძლებლად ჩათვალეს და კანონიერების ჩარჩოდან გამოვიდნენ, რითაც კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიეს. შედეგად, რესპუბლიკაში კრიზისული ვითარება დადგა და ეს, მიუხედავად მისი მომავალი დასასრულისა, აფხაზეთის განვითარებას აჩერებს. კერძოდ, ცხადია, რომ ახლანდელის მსგავსი სცენარები არანაირად არ უწყობს ხელს საგარეო ინვესტიციების მიზიდვას, რაც რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ამაღლებისთვის წონიანი ფაქტორია.

რუსული მხარე აფხაზეთის შიდა პროცესებში არ ერევა და იმედოვნებს, რომ წარმოქმნილი ვითარება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით იქნება დარეგულირებული. ამასთან, რა თქმა უნდა, აფხაზეთის კანონები საგულდაგულოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მხრივ.

შექმნილ ვითარებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, რუსეთის მოქალაქეებს ურჩიოს, რომ თავი შეიკავონ აფხაზეთში მგზავრობისგან, მათ შორის, ტურისტული მიზნებითაც. მნიშვნელოვანია, რომ იმ რუსებმა, რომლებიც ამ სახელმწიფოში დროებითი იმყოფებიან, გაძლიერებული დაკვირვებულობა გამოავლინონ, არეულობის წერტილებს არ მიუახლოვდნენ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ქვეყანა დატოვონ". - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics