07:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 20:47:03, 403 ნახვა

პოლიტიკა
ლუაზო - თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს - ჩვენ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს ვერ ვუწოდებთ

თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს,- ასე ეხმაურება ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას.

როგორც ლუაზო აღნიშნავს, ის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს ვერ უწოდებს.

"თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს. საქართველოს ხელისუფლებამ მიგვიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად. თაღლითობის მოწმენი გავხდით. ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება",- წერს ლუაზო.

შეგახსენებთ, მანამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: "ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, ე.ი. არჩევნები ცუდად ჩატარდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics