09:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 00:18:39, 381 ნახვა

პოლიტიკა
ნატალი ლუაზო - საქართველოში არ იყო დემოკრატიული ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას

არჩევნები საქართველოში არ იყო დემოკრატიული ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას.- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

"კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით, ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება ყველგან მათ შორის, პოსაბჭოთა სივრცეში. ასე იყო  უკრაინაში, მოლდოვაში და სხვა ადგილებში, საქართველო გამონაკლისი არ არის. აქ ევროკავშირში ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს არჩევნები საქართველოში არ იყო დემოკრატიული ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. არჩევნები „ქართულ ოცნებას“ არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია ეს ასე დარჩება.

 ჩვენ უნდა გადავაფასოთ  საქართველო იმსახურებს თუ არა უვიზო რეჟიმს. ასევე სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ  საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროპულ გზას და ჩვენ მხარს უჭერთ მათ მისწრაფებებს. ქართული საზოგადოება და ქართული ოცნება უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ევროკავშირის წევრობა არ არის შესაბამისობაში ოლიგარქიულ სისტემასთან.: - განაცხადა ნატალი ლუაზომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics