09:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 23:50:53, 348 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - უცხოური აგენტების კანონი და ე.წ. ოჯახური ფასეულობების კანონი უნდა იქნეს გაუქმებული

საქართველო უნდა შეაჩეროს ანტი ევროპული რიტორიკის გამოყენება, უცხოური აგენტების კანონი და ეგრეთ წოდებული ოჯახური ფასეულობების კანონი უნდა იქნეს გაუქმებული- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტას შინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"ევროკავშირმა მკაცრად უპასუხა  საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას, ევროპის სახელმწიფოებიდან ერთად ჩვენ  შევაჩერეთ დახმარება საქართველოსთვის 30 მილიონი ევრო ევროპული ფონდიდან და ასევე მთავრობის პირდაპირი დახმარება  საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა ზომები დარჩება მანამ სანამ ხელისუფლება არ შეცვლის თავის  მოქმედების კურსს ამავე დროს ჩვენ გავაგრძელებთ ურყევ დახმარებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი რომლებიც არიან დემოკრატიის ფუნდამენტური სვეტები.

 მეორე არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ  მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას რომ მოაგვაროს სერიოზული დარღვევების საკითხი, ბორელმა უკვე შენი ტანა საქართველოს არჩევნების საკითხი შემდეგი ორშაბათს გასამართ საბჭოზე. შესაძლოა შევთანხმდეთ მომავალ დამატებით ზომებზე და მესამე ნებისმიერი მომავალი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან იქნება პირობების ქვეშ და დამოკიდებული იქნება გაფართოების მოხსენებაზე,  ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე რომელიც კომისიამ შეუთანხმა საქართველოს.

 fake news გარდა ამისა, საქართველო უნდა შეაჩეროს ანტი ევროპული რიტორიკის გამოყენება, უცხოური აგენტების კანონი და ეგრეთ წოდებული ოჯახური ფასეულობების კანონი უნდა იქნას გაუქმებული. რეფორმები რომლის შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველომ  პროგრესირება განიცადოს გაწევრიანების გზაზე. არ არსებობს სხვა ალტერნატივა, საქართველოს ევროპული გზის პირობები ნათელია და დემოკრატია და კანონის უზენაესობა მთავარია. თუ გაიგებენ ამას თბილისში მით უკეთესი," - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტას შინასმა 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics