2024-11-03 17:24:57, 479 ნახვა
პოლიტიკა
კუბერნატი - ევროკავშირში გაწევრიანება დეფაქტო შეჩერდა, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს რომ გრძელდება
ევროკომისია გარკვევით წერს, რომ ევროპული საბჭო საქართველოს გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს,- ამის შესახებ ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც კუბერნატი აღნიშნავს, ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება.
"ევროკომისია გარკვევით წერს, რომ ევროპული საბჭო საქართველოს გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს. საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. ეს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშია საქართველოზე. ეს ერთი დოკუმენტია, მაგრამ მას განსხვავებულად კითხულობენ," - წერს ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,