|
2026-06-18 14:49:12, 2458 ნახვა
პოლიტიკა
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას ეხებოდა. როგორც ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას არ აქვს არანაირი წინაპირობა, რომ ეს უფლებამოსილება განახორციელოს. "მოსამართლეს აქვს პოზიტიური ვალდებულება, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელიც ბრალდებულის უფლებას უნდა იცავდეს და არამხოლოდ მის გასამართლებას ისმენდეს, რომ შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც კი ეჭვი აღიძვრება. ეჭვის საფუძველი არ არის მხოლოდ ჩვენს მიერ მიტანილი დოკუმენტი, ეჭვის საფუძველი უკვე გაცხადდა, საკუთრივ, მსჯავრდადებულის მხრიდან გაცხადდა, ელენემ ეს თქვა, მისმა ადვოკატმა ეს თქვა და ჩვენც ამას ვაცხადებთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესი და შეუძლებელია მისი გამოსწორება სათანადო მკურნალობის გარეშე. ამაში გვინდოდა მოსამართლის ჩარევა, დღევანდელი სხდომის გადადებასაც კი არ ვითხოვდით. პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უმოქმედობა გაგრძელდა მოსამართლით. მოსამართლის არგუმენტი იყო ასეთი: არ მაქვს არანაირი წინაპირობა, რომ ეს უფლებამოსილება განვახორციელო“. რომ გესმოდეთ, მინიმუმ შეკითხვის დასმა და წერილის გაგზავნაც კი დაეზარათ, დაეზარათ, თუ არ მოუნდათ, როგორც არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პროკურატურის პოზიცია იყო ის, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ამით, თუმცა მათთვის პასუხი, რომელიც პენიტენციურმა გასცა, საკმარისია. ესეც არ შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს იმიტომ, რომ სასჯელაღსრულების განცხადება არ არის იურიდიული შინაარსის, ეს არ არის ადმინისტრაციული აქტიც კი და არ წარმოშობს უტყუარობის პრეზუმფციას იმ დოზით, რომ პროკურორმა ეს დამაკმაყოფილებლად მოიღოს. ამას გარდა, პროკურორი იმისთვის კი არ არის, რომ ვიღაცას უსიტყვოდ ან სიტყვიერად ენდოს, პროკურორი იმაშია, რომ ყველაფერში ეჭვი შეიტანოს, მარტო მოქალაქეში კი არა, სახელმწიფოს მოქმედებაშიც. აი, ეს ორკესტრირებული მიდგომაა ელენესთვის ჯერ უკანონო პატიმრობის მისჯის, ახლა უკანონო საქმეში მისი ჩართვის, როგორც ბრალდებულის და ყველაზე უარესი რაც არის, ამას ხაზგასმით ვამბობ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში, ის ვერ გადაადგილდება, ვერ წერს, აქვს ჯანმრთელობის სისტემური პრობლემა", - Ipn.ge-ის თანახმად, განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)