|
2024-10-31 15:14:25, 378 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო/ოდირი - დაკვირვებების 1 924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა
ხმის მიცემის პროცესი, პროცედურული თვალსაზრისით, უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა, დაკვირვებების 1 924 შემთხვევის 6 პროცენტში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა, უმეტესწილად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინებაზე მინიშნების გამო, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში, თან ერთვოდა საარჩევნო უბნებს შიგნით წარმოქმნილი დაძაბულობა და არეულობა და მოქალაქეთა სიჭარბე,- ამის შესახებ 26 ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნაშია ნათქვამი. დასკვნის მიხედვით, დაკვირვების 24 პროცენტში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად „მიუხედავად იმისა, რომ კანონს არ ეწინააღმდეგება, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად „ქართული ოცნებიდან“, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ. დამკვირვებლების შეფასებით ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას. საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ (10 პროცენტი), საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები (7 პროცენტი). საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ანგარიშებში აისახა საარჩევნო უბნების 4 პროცენტში მთელი ოჯახის ან ადამიანების ჯგუფის მიერ ხმის ერთდროულად მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ. დაკვირვების არეალში მოქცეული ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები არათანმიმდევრულად იყო დაცული - ამომრჩეველთა თითებზე მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა (7 პროცენტი) ან ხმის მიცემამდე მარკირება არ ხდებოდა (4 პროცენტში). ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის დანერგვისა და თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გაზრიდილი რაოდენობის გამო, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმის დამთვლელი ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვილ უბნებზე დაკვირვების შემთხვევათა 99 და 98 პროცენტში, შესაბამისად, მოწყობილობები სრულად გამართულად მუშაობდნენ. გამონაკლისი შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ დეფექტური მოწყობილობისა და ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს შორის მონაცემთა სინქრონიზაციასთან დაკავშირებული იშვიათი ხარვეზების გამო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საუბნო საარჩენო კომისიამ იცოდა, როგორ გამოეყენებინა ეს მოწყობილობები, 9 პროცენტში ყველა ამომრჩეველს არ მიეცა ადეკვატური ინსტრუქცია ბიულეტენის გაფერადებისა და ხმის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. საარჩევნო
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)