18:53 - 22 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 15:16:48, 374 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - დანიგანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები არიან დასანქცირებულები - ამას მალე ფინანსური სანქციები მოჰყვება

ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები არიან დასანქცირებულები. ეს არის სანქციების პირველი ტალღა, რასაც აუცილებლად მალე მოჰყვება ფინანსური სანქციები,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, მმართველი პარტიის წევრები "უარყოფენ ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ იმიჯი შეინარჩუნონ".

"ელჩმა დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვსაუბრობდით, რომ დიახ, დანამდვილებით მოხდა ივანიშვილის პარტიის წევრების დასანქცირება, ეს არის სავიზო შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან, რომელიც ითვალისწინებს არსებული ვიზების გაუქმებას, ხოლო მომავალში ნებისმიერი მათგანისგან, რომელიც სანქციების სიაშია მოხვედრილი, მიმართვის შემთხვევაში ავტომატურ უარს.

ეს არის პირველი ტალღა სანქციების, რომელსაც აუცილებლად მალე მოჰყვება ფინანსური სანქციები. რა თქმა უნდა, ისინი უარყოფენ ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ შეინარჩუნონ იმიჯი საზოგადოების თვალში თითქოს და ამერიკა თვის სიტყვას არ ასრულებს, ან არ მოქმედებს იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც ღიად დააანონსა მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯიმ ობრაიენმა, რომელიც საქართველოში იყო ვიზიტით რამდენიმე კვირის წინ",- ამბობს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, ივნისის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც "ქართული ოცნებისა" და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს მოიცავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდამდე ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა
200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო
პრემიერი - ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან პირადად მიიღო გზავნილი - მოგვიწია წნეხის გაძლება, რომ ქვეყანა ომისგან გადაგვერჩინა
ისანში მკვლელობა მოხდა - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics