2024-06-19 14:25:38, 426 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - დარწმუნებული ვარ, „ოცნებაში“ არის დაპირისპირება - ჩხუბობენ სიებთან დაკავშირებით, ბევრი საკითხი აქვთ გასარჩევი
![]() დარწმუნებული ვარ, „ოცნებაში“ არის დაპირისპირება, ჩხუბობენ სიებთან დაკავშირებით - საარჩევნო საპარლამენტო სიაში ვის რამდენი კვოტა ექნება, ვინ წინ იქნება, ვინ უკან იქნება, ბევრი საკითხი აქვთ გასარჩევი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, აუცილებელია „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რადგან ისინი „ქვეყანას დიდ შარში ხვევენ". „ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლა რუსთაველის გამზირზე, სადაც ის უტიფრად ამტკიცებდა, რომ ეს კანონი არის მისაღები, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირშიც შევალთ. ამ კაცის საგარეო ორიენტირები, პროგნოზები, საქართველოს შიგნით რა რეფორმები არის გასატარებელი იმისთვის, რომ ეკონომიკურად გავძლიერდეთ, ევროპას დაუახლოვდეს, დემოკრატიულის ფასეულობების ერთგულება ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს, საერთოდ აღრეული აქვს. მას წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის მმართველობაზე, ამიტომ, ის სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს პირველივე არჩევნებზე ძალაუფლებას, რადგან ივანიშვილმა და თავისმა დაჯგუფებამ მთელი საქართველო გახვიეს დიდ შარში. შიგნით რა დაპირისპირებები აქვთ და მე დარწმუნებული ვარ, ასეთი დაპირისპირებები არსებობს, რა ტიპის საუბრებია, არ ვიცი, არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი დავობენ, ჩხუბობენ სიებთან დაკავშირებით, საარჩევნო საპარლამენტო სიაში ვის რამდენი კვოტა ექნება, ვინ წინ იქნება, ვინ უკან იქნება ამ სიაში, ბევრი საკითხი აქვთ გასარჩევი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ესენი ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას, რადგან მთლიანად ქვეყანას ხვევენ დიდ შარში",- თქვა ცისკარიშვილმა.
ლევან სანიკიძე - რომეო მიქაუტაძე იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრა
დიმიტრი მედვედევი - უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა
პაველ ჰერჩინსკი - ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია
![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|