13:06 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 15:46:20, 448 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არავინ აპირებს, დასაჯოს საქართველო - ოპოზიციის სიხარული ნაადრევია

ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება". 

„მე მქონდა ბერლინში კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით. არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველოს მოსახლეობა, არავინ არ აპირებს დასაჯოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის",- ამბობს კობახიძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
2025 წელი - რეჟიმის მიერ მტრად გამოცხადებული მედია
უსინდისოების დაპატიმრებული საქართველოს სინდისი
2025 წელი - პოლიტიკური პატიმრებით სავსე ციხეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი