18:53 - 22 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 15:06:44, 342 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გადავამოწმეთ და დღემდე არცერთ დეპუტატს სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე შეტყობინება არ მისვლია

როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა ე.წ. სავიზო შეზღუდვები, თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს, ეს არის სავიზო შეზღუდვები. რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე და უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ, დღემდე არცერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე. აქედან გამომდინარე, ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი.

როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები, მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმარ , რომელის საქმიანობა არის თვისებრივად განსხვავებული წინა ელჩის საქმიანობისგან. შესაბამისად, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. მე მაქვს იმედი, რომ არსებული არასწორი რელსებიდან ეს ურთიერთობები გადავა სწორ რელსებზე. თავის დროზე, ყოფილმა ელჩმა იმდენი გააფუჭა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება პრაქტიკულად, თეორიულად იყო შეუძლებელი. მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს. თქვენ გახსოვთ, რომ თავის დროზე მოსამართლეების მიმართაც დაწესდა ასეთი სავიზო შეზღუდვები, თუმცა ამას არანაირი ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე, არ შეუზღუდია სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამერიკის რეპუტაციაზე იმოქმედა. როდესაც სავიზო შეზღუდვებს აწესებ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე, ეს, რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებს. ამერიკულმა მხარემ დააწესა მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე",- თქვა კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდამდე ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა
200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო
პრემიერი - ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან პირადად მიიღო გზავნილი - მოგვიწია წნეხის გაძლება, რომ ქვეყანა ომისგან გადაგვერჩინა
ისანში მკვლელობა მოხდა - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics