|
2024-06-17 14:32:44, 313 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - სანქციები არის მიუღებელი, არ არის პარტნიორული და გვაქვს შანსი, სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგის რეჟიმში ყველა საკითხი გადავწყვიტოთ
ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომპლექსური დიალოგი პარტნიორებთან, რომელიც ითვალისწინებს ძალიან ბევრი მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას და ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ რომ ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ საერთო ენა, მათ შორის, განსხვავებულ საკითხებზე. ჩვენთვის სანქციები არის მიუღებელი, ეს დამაზიანებელია, არ არის პარტნიორული და, რა თქმა უნდა, გვაქვს იმის შანსი, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობრებთან დიალოგის რეჟიმში ყველა საკითხი გადავწყვიტოთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებას ეხებოდა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს სურვილი, გულშემატკივრობდეს საქართველოს კონკრეტული მოქალაქეების სანქცირებას და ამას, სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებაც გულშემატკივრობს. „არც ერთი საკითხი არ არის ერთგვაროვანი, სანქცირების საკითხიც არის კომპლექსური და ევროკავშირიც არ არის ერთი სახელმწიფო - აქაც არის ბევრი ქვეყანა, ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, ბევრი მიმართულება დ პრიორიტეტი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროცესები არ არის მარტივი, მათ შორის, გლობალურადაც - ეს აჩვენა ევროპარლამენტის არჩევნებმაც, ამიტომ დიალოგი არის ხანგრძლივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვიპოვით გამოსავალს, რადგან საქართველო ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორია, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და სამაგალითო პარტნიორი, მათ შორის საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, არის საკითხები, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო, კარგი თანამშრომლობა და პროგრესი, აზრთა სხვადასხვაობაც გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ, საბოლოოდ, საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს. „ჩვენ ვიპოვით გამოსავალს - ეს ნიშნავს იმას, რომ შევჯერდებით თანამშრომლობის ისეთ ფორმატებზე, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება სანქციები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)