2024-06-16 13:21:39, 356 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე მიშელის განცხადებაზე - საქართველოს კურსი ევროპული მომავალია
![]() თბილისის მერი კახა კალაძე, ევროპულ გზაზე სვლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოწოდებას ეხმაურება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს კურსი ევროპულია და ამ გზაზე მიღწეული წარმატებები ქართველი ხალხის და "ქართული ოცნების" ერთობლივი დამსახურებაა. "საქართველოს კურსი ევროპული მომავალია. ამ გზაზე ჩვენმა ქვეყანამ თუ რამე წარმატებას მიაღწია, ეს ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, "ქართული ოცნების" დამსახურებაა. სხვა გზა მე არ ვიცი. მსგავსი მიზანმიმართული სპეკულაციები და განცხადებები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით, მთელი თვეების განმავლობაში არსებობდა",- განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, "იგივე სიცრუის კამპანია" უახლოეს წარსულში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც "მუშაობდა". "სამწუხაროდ, იგივე სიცრუის კამპანია იყო სააკაშვილთან მიმართებით, ყოველდღე რომ კვდებოდა, ვინ არ იყო ჩართული აღნიშნულ კამპანიაში. შეგიძლიათ, მოიძიოთ სახელები და გვარები, რომლებიც აკეთებდნენ სამარცხვინო განცხადებებს და ტოლობის ნიშანს სვამდნენ სააკაშვილის გათავისუფლებასა და კანდიდატის სტატუსის მიღებას შორის. საოცარი პერიოდი გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ეს ზეწოლა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდება. ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი",- აღნიშნა კალაძემ.
პროკურატურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს მოისმენენ
ალეკო ცქიტიშვილი - ჩემი სახლიდან ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი
პაპუაშვილი ჩხრეკაზე - დარწმუნებული ვარ, კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ანდრეი სიბიგა - თუ რუსეთს მშვიდობა ნამდვილად სურს, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს
ვლადიმერ პუტინმა 9-11 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|