|
2024-06-16 13:12:13, 435 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის მტრებსა და პატრიოტებს შორის
თბილისის მერი კახა კალაძე მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსახლეობამ არჩევანი ქვეყნის „მტრებსა და პატრიოტებს" შორის უნდა გააკეთოს. „ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის მტრებს, რადიკალებს, კრიმინალებსა და ქვეყნის პატრიოტებს შორის, იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება, განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს, იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება",- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)