2024-06-16 12:10:25, 425 ნახვა
პოლიტიკა
კალასი - ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი
![]() ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას,- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს. კალასი, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე ასევე წერს, რომ ესტონეთი მხარს უჭერს ქართველებს, იყვნენ ევროპის ნაწილი. "უკრაინის მშვიდობის სამიტზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრე. ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი",- დაწერა კალასმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ესწრება. პრეზიდენტმა სამიტის ფარგლებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
სალომე ზურაბიშვილი - Amnesty International-ის გენ. მდივანს პატიმართა ადვოკატების წერილი გადავეცი
ეკონომიკის სამინისტროსთან ბათუმში ორი ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ნახევარფინალშია
მეუფე შიო - უსაზღვროა ღმერთის სიყვარული, საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველო დიდი ხანია ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და პასუხს არავის თხოვს
![]() ნავალნის მემკვიდრეობა ფერმკრთალდება ახალგაზრდა რუსებში, რომლებშიც ის ოდესღაც აღფრთოვანებას იწვევდა
ომი უკრაინაში![]() კიტ კელოგი - ევროპა უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი არ ექნება
![]() რუსეთმა ქალაქ ნიკოლაევსა და კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|