02:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 13:51:38, 294 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე პეტრიაშვილის განცხადებაზე - ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხალხი და ქვეყანა დააზიანონ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „არავის მიეცემა ქვეყნის და ხალხის დაზარალების საშუალება".

კალაძე მედიასთან საუბრისას ბუკა პეტრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „მსგავსი განცხადებები რადიკალური ოპოზიციონერების მხრიდან არ არის პირველი, მიუხედავად ამისა ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და მშვიდობის შენარჩუნებას".

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოსწეროდა, რადიკალიზმით იყვნენ დაკავებულები მაშინაც, კანდიდატის სტატუსზე რომ იყო საუბარი. გვახსოვს ზოგმა ოპოზიციონერმა რომ თქვა, რადიკალური პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელში დადიოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღოო. ზუსტად იგივე ხაზია,  ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხალხი, ქვეყანა დააზიანონ, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცემათ. ჩვენ განვაგრძობთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, მშვიდობის შენარჩუნებას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics