01:21 - 21 Jun, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 13:02:44, 302 ნახვა

პოლიტიკა
„წინააღმდეგობა გრძელდება“ – 12 ივნისს, 18:00 საათზე კინოცენტრათან აქცია გაიმართება

„წინააღმდეგობა გრძელდება“ - ხვალ, 12 ივნისს 18:00 საათზე კინოცენტრათან აქცია გაიმართება. ამის შესახებ მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ სოციალურ ქსელში წერს.

ორგანიზატორების განცხადებით, თუ ისინი ერთი წლის წინ ამბობდნენ, რომ ქართული კინო საფრთხეშია, „დღეს საქართველოა საფრთხეში და წინააღმდეგობა გრძელდება“.

„2023 წლის 12 ივნისს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა დაიწყო აქტიური წინააღმდეგობა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად: ბუნდოვანი რეორგანიზაცია, თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება, დირექტორად ყოფილი სასჯელაღსრულების მუშაკის და წამყვან პოზიციებზე არაკომპეტენტური პირების დანიშვნა, პოლიტიკური ნიშნით კონკრეტული ფილმების კინოთეატრის ეკრანებიდან მოხსნა, პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კომისიების დანიშვნა, ცენზურის დამკვიდრება და ინსტიტუციის ჩამოშლა, რაც გახდა მიზეზი კინემატოგრაფისტებისთვის დაეწყოთ უკომპომისო ბრძოლა მიტაცებული კინოფონდის გასათავისუფლებლად და საჯარო სიკეთის დასაბრუნებლად.

ერთი წლის თავზე კინოცენტრში დაწყებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ, დღეს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიური და შეუქცევადი სახე მიიღო. არსებობს კანონპროექტი, რომელიც ცენზურას აკანონებს.

შეგახსენებთ, რომ 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი დღემდე ბოიკოტს უცხადებს თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას და არ აპირებს ითანამშრომლოს ისეთ ინსტიტუციასთან, რომელსაც მართავენ რუსული კანონის მხარდამჭერები და აგიტატორები და საფრთხის ქვეშ აყენებენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.

დღეს, როცა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვბრუნდებით კინოცენტრთან არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ინსტიტუტის, არამედ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად.

ჩვენ ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ქართული კინო საფრთხეშია, დღეს კი ცხადად ვხედავთ, რომ საქართველოა საფრთხეში.

წინააღმდეგობა გრძელდება!“ - წერია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძემ ბათუმში დასაქმების ფორუმი გახსნა
მედია - ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება
21 ივნისს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე პრესკონფერენციას გამართავს
გონჩარენკო - ოლიგარქი ივანიშვილი უკვე იგივეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი - ის უნდა დასანქცირდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics