2024-06-09 22:16:41, 657 ნახვა
პოლიტიკა
მაკრონი და ბაიდენი მმართველ პარტიას - პატივი ეცით საზოგადოებას ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით
![]() "პრეზიდენტები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", მმართველ პარტიას პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით", - განაცხადეს საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ჯო ბაიდენმა შეხვედრაზე. ბაიდენი პარიზს სახელმწიფო ვიზიტით ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარის გადასხმის დღის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ცერემონიის შემდეგ ეწვია, რის შემდეგაც მან ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს "თავიანთ ერთგულება მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისადმი." შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტებმა ერთობლივი დოკუმენტი, "ფრანგულ-ამერიკული საგზაო რუკა" გამოსცეს. მრავალ მნიშვნელოვან გლობალურ საკითხთან ერთად, დოკუმენტში საუბარია მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთში და სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე, საიდანაც ერთი ქვეთავი საქართველოს ეთმობა. პრეზიდენტების განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ საქართველოს მიმართ ერთგულებას და რომ ევროატლანტიკურ გზაზე მისი მოსახლეობის გვერდით დგანან. "შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილს და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მშობლიური ენა არ იცის
ნინო დოლიძე - არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას
შალვა პაპუაშვილი - კითხვას ვსვამ, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილი
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, გიორგი მიქაუტაძეს, გრიგოლეთში, საჩუქრად, პრემიუმ კლასის აპარტამენტი გადაეცემა
|
რედაქტორის რჩევით
![]() გებელШина საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რეჟიმის დამცველი გვამები
![]() პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არაფერს რისკავს, მას დიდი გეგმები აქვს
ომი უკრაინაში![]() რუსეთის მიერ სუმის ოლქზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
![]() საუდის არაბეთის ქალაქ ერ რიადში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
ნანუკა ჟორჟოლიანი - პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან წამიყენონ ბრალი, ყველაფრისთვის მზად ვარ
დღის თემა
|