11:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 14:57:01, 1211 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჟანგ ნიანშანს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი.

საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, რომელთა ღირებულება დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 4 მილიარდი აშშ დოლარია.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებული  კრიზისის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

ყურადღება გამახვილდა 2022-2023 წლების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, იმ გამოწვევებსა და რისკებზე, რომელიც არსებობს რეგიონში უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების გასაძლიერებლად.

მისი თქმით, ამ მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებაა ADB-ის გადაწყვეტილება - საქართველომ 2024 წელს უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას.
 

შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics