|
2022-11-02 11:57:46, 935 ნახვა
საზოგადოება
კალაძე „გოცირიძეზე“ - კონტრაქტორი კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეაბილიტაციის გაჭიანურება კატეგორიულად მიუღებელია
კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა და მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა, მეტროსადგური დღემდე ჩაბარებული არ არის. „საზოგადოებას ვაცნობებ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი, ასევე, ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. სამუშაოები, დაახლოებით, 210 დღეში უნდა დასრულებულიყო. ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, მაგალითად ის, რომ მოგვიწია ბაქნის მთლიანი ცვლილება, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე ჩატარდა ეს სამუშაოები, თუმცა, რეაბილიტაციის დასრულების ასეთი დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ჩვენზე - პირადად ჩემზე, ჩემს თანაგუნდელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი კომპანიები, თუმცა, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში სამშენებლო კულტურა განვითარებული არ არის. „ძალიან ცუდია, რომ სამშენებლო მიმართულებით არანაირი კულტურა არ არსებობს. ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ერთეული კომპანიების გარდა, არავინ ზრუნავს საკუთარი კომპანიის განვითარებაზე, თანამშრომლების გადამზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. იმედი მაქვს, ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)