20:59 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 15:06:39, 1142 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესდა - რას ამბობს ექიმი

13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავდა, გაუმჯობესებულია.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის” ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ციბაძემ განაცხადა, მოზარდი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და არის სპონტანურ სუნთქვაზე. 

“ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოიხატება იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან და არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს. გარკვეული რისკები რჩება, მაგრამ პირველ 24 საათში ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მომხდარიყო - ანექსიური დაზიანება მეტ-ნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებთ, რომ მალე სახლში წავა”, - განაცხადა ექიმმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics