20:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 12:14:19, 1169 ნახვა

საზოგადოება
„იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში“ - ექიმი 13 წლის ბიჭის მდგომარეობაზე

13 წლის ბიჭი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავდა, რეანიმაციულ განყოფილებაშია. 

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის” ბავშვთა რეანიმატოლოგმა, გიორგი კვიცინაძემ განაცხადა, მოზარდი მედიკამენტური ძილის მდგომარეობაშია, თუმცა ის, რომ  24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესდა, მნიშვნელოვანია.

“ჯერ-ჯერობით იმყოფება ისევ მართვით სუნთქვაზე, მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში. ჰქონდა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჯერად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია, ჩაუტარდა კვლევები, ამ დრომდე თავის ტვინის რაიმე პათოლოგია არ აღინიშნება და ის რომ პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესდა ეს მნიშვნელოვანია. ტრასპორტირებას რაც შეეხება, გარკვეული რისკები იქნება, იმიტომ რომ პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირება გამორიცხული არ არის”, - განაცხადა ექიმმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics