22:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 14:34:51, 2013 ნახვა

საზოგადოება
გარდაიცვალა 13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა

13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მეორე მოზარდი მართვით სუნთქვაზეა.

"მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში, რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის მოსწავლეები ჩავარდნენ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას თანატოლი ბიჭი ცდილობდა.  

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, საკითხს გამოიკვლევს და შესაბამისი კომპანიები პასუხისგებას მიეცემიან. 

შსს-მ გამოძიება 220-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics