|
2022-10-10 16:45:05, 1091 ნახვა
საზოგადოება
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გაიხსნა და თბილისის მერიის მორიგი სერვისი ამოქმედდა
60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, დღეიდან თბილისის მერიის მორიგი სერვისი ამოქმედდება - მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო. ანდრია ბასილაიამ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორ ნინია მაჭარაშვილთან და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლელა ბაქრაძესთან ერთად, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი „60+ კლუბის“ პროექტის მხარდაჭერასა და გაფართოებას ითვალისწინებს. „გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს მოქალაქეებს საპილოტე რეჟიმში ახალი მუნიციპალური სერვისი შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ 60+ მოსახლეობისთვის, ქალაქს გარკვეული შეთავაზებები ჰქონდეს. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ამ ასაკის მოქალაქეებისთვის ორ სპორტულ ცენტრში სერვისების შეთავაზება დავიწყეთ. პროექტში ახლა უკვე ბიბლიოთეკების გაერთიანება ჩაერთვება და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის თანადგომით, პირველი კლუბი შეიქმნა. მზად ვართ, ყველა ის მიმართულება განვავითაროთ, რომელიც 60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მომდევნო კლუბის გახსნა დიდი დიღმის მულტიფუნქციურ სივრცეში იგეგმება. მზად ვართ, სხვა უბნებიც მოვიცვათ“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები. პროექტის ორგანიზატორი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაა. საწყის ეტაპზე, დაგეგმილია სამი სხვადასხვა აქტივობა - ვარჯიში, ხატვა და მუსიკა. კლუბის წევრები დაესწრებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, არტთერაპიას - ხატვას, რომელსაც მხატვარი ქეთევან მატაბელი შეასწავლის და მუსიკას, რომლის გაკვეთილებსაც მუსიკოსი ია შუღლიაშვილი ჩაატარებს. „60+ კლუბი“, რომელიც მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში (ვაჟა ფშაველას გამზ. N99) მდებარეობს, წევრებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე მოემსახურება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ადგილზე შეეძლებათ. კლუბის გახსნის ღონისძიებას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს დეპუტატებიც დაესწრნენ.
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს ფეისბუკში მიტროპოლიტ იობის გინების გამო
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ათობით კითხვა 2024-25 წლებში გამართულ აქციებზე გაუჩნდათ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



