00:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-09 15:27:24, 1193 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, საშიში არ არის - უარესი დაემართება მსოფლიოს, თანამგზავრებს თუ ჩამოუყრიან

საშიში ის არ არის, მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, უფრო უარესი შეიძლება დაემართოს მსოფლიოს, ერთმანეთს თუ თანამგზავრებს ჩამოუყრიან, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

ბოდბის მონასტერში ქადაგებისას მთავარეპისკოპოსმა რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი ბავშვების მკვლელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ომმა ბავშვის ეროვნება არ იცის".

"საშიში ის არ არის, მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, უფრო უარესი შეიძლება დაემართოს მსოფლიოს, ერთმანეთს თუ თანამგზავრებს ჩამოუყრიან. აღარც ინტერნეტი იქნება მერე, აღარც ტელეფონები არ იქნება და წარმოიდგინეთ, რამდენი საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ. ხშირად ამბობენ, რომ უკრაინაში ბავშვებს კლავენო. სამწუხაროდ, ომი რომ მიდის, ბავშვის ეროვნება არ იცის - როგორც უკრაინელები, ისე რუსები კვდებიან ხომ იქ. ავიღოთ აი, აშშ-ში რა ამბავი ატყდა სასამართლომ რომ მიიღო, მე ვფიქრობ, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება აბორტებთან დაკავშირებით - ქალების უფლება ირღვევაო. დედები რომ მკვლელები იყვნენ საკუთარი შვილების, იმას მხარს უჭერენ, წარმოგიდგენიათ და უკრაინელებზე სწუხან მერე. როგორ დაგიჯეროთ, რომ უკრაინელებზე სწუხართ. ღმერთი რასაც გაძლევს, მიიღე", - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics