18:18 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 12:02:57, 844 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მიშელაძე JICA-სა და კომპანია Asia Air Survey-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA)  პროექტების ფორმულირების მრჩეველ იშიი ჰოძუმის და კომპანია Asia Air Survey-ს ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, ტორუ ინადას და მიცუნობუ ონიშის შეხვდა.

გიორგი მიშელაძემ მიმდინარე პროექტებზე, მიწის ბალანსის შედგენის საკითხზე, სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნასა და მიწათსარგებლობის მონიტორინგზე ისაუბრა.

სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება სატელიტური მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რასაც შესაბამისი სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა და კვალიფიციური კადრები სჭირდება. 

სააგენტოს ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დღეს არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის მხარეებმა მიწის სააგენტოს წინაშე მდგარი ის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი. შეხვედრაზე მხარეებმა სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებასა და ამ საკითხში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და Asia Air Survey-ს ერთობლივ როლზე იმსჯელეს.

შეხვედრას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარჩილიძე, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზაქაიძე და მიწის კადასტრის დეპარტამენტის უფროსი ზაქარია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს ფეისბუკში მიტროპოლიტ იობის გინების გამო
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ათობით კითხვა 2024-25 წლებში გამართულ აქციებზე გაუჩნდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics