|
2022-10-04 13:55:44, 840 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ისნის რაიონში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ისნის რაიონში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი საინგილოს ქუჩაზე მდებარეობს. უწყების ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელმაც აღსაზრდელთა პირველი ნაკადი 15 სექტემბერს მიიღო, 230 ბავშვზეა გათვლილი და 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. „ისნის რაიონში N88 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ზოგადად, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით, შვიდი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლისთვის დასრულდება. ყველაზე მთავარია ის მიდგომა და დამოკიდებულება, რაც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გვაქვს, თუ როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაგა-ბაღები - კომფორტული, ყველანაირად ადაპტირებული, რათა მშობლებს არ ჰქონდეთ საფიქრალი, რომ თავიანთ შვილებს რაიმე სახის პრობლემა ექნებათ. ბაღი ყველანაირად მოწესრიგებული, გამართული, სუფთაა და ძალიან სასიამოვნო გარემოა. რა თქმა უნდა, ეს სტანდარტი ყოველთვის შენარჩუნდება. კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს მსგავსი საბავშვო ბაღები ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მატივე ცნობით, ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად - მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ასევე, ეკრანი, სადაც მშობლებს შეუძლიათ, პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი სამზარეულო ბლოკში საკვების მომზადების პროცესს. "ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით. პროექტის ღირებულებამ 3 600 000 ლარი შეადგინა. ახალგახსნილი საბავშვო ბაღი დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)