|
2020-05-29 11:03:30, 1528 ნახვა
სამართალი
ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს უწყების ცნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი უძღვებოდა. „შეხვედრაზე მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგამოძიებო რეფორმის სწორი იმპლემენტაციის მიზნით, სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს, რომელიც საშუალებას მისცემს სისტემას ჯეროვნად მოემზადოს რეფორმის განხორციელებისთვის. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავოს პრაქტიკაში რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ამსახველი, შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ახალი კანონმდებლობა ეტაპობრივად აამოქმედოს, რათა თანდათანობით შეიქმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფისთვის და დაცულ იქნას ბალანსი საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების განსაზღვრისას. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში, მოწვეულ იქნა ექსპერტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოცემული დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარება“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)