„საბრძოლო მომზადებისთვის საკმარისი თანხმები არ არის მიმართული და ეს უწყების ერთ-ერთი გამოწვევაა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) მემორიალი გაიხსნა.
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატო-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო წარმომადგენელი იქნება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია იქნება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More