10:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სენსაციები თბილისის უმაღლეს ლიგაში!

2-3 სექტემბერს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის გარგლებში,  „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა თბილისის პირველი და უმაღლესი ლიგების მორიგ ტურებს უმასპინძლა.

მამა გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე  განაჩენი დღეს გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ავრცელებს.

პეკინის ქუჩა სრულად გადაიკეტა

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და დასრულდება საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები.

5 სექტემბრის ანონსი
ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი ინფორმაციას ავრცელებს

თელავში, საგანგებო შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს.

“ვისოლმა” “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო

“ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

საგანგებო შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო შემოფრენა განახორციელეს

საგანგებო შტაბი კახეთში მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს.

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს. შტაბის შემადგენლობაში არიან შშს-ს, სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

კომპანია „სილქნეტმა"„თიბისი კაპიტალთან" ერთად 34 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

„თიბისი კაპიტალმა" კომპანია „სილქნეტის" ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 34 მილიონი ლარია. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პირველად მოხდა კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება.

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 23:00 საათამდე ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

კორეის რესპუბლიკა მზადაა, საქართველოს ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში დაეხმაროს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერი პარკ იო სუნი და ასამბლეის დელეგაცია მიიღო.

 

საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიგელი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს მადლობის სიგელი გადასცა.

5 სექტემბრის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე პეკინის ქუჩა სრულად ჩაიკეტება

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და დასრულდება საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები.

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ აგვისტოში მილიონს გადააჭარბა

2017 წლის აგვისტოში საქართველოს 1,080,449  საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 232,068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +27.4%)-ია.  

სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია

ამ დროისთვის, ყვარელში, სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

კახეთში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ კახეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების ქრობის პროცესს. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics