02:22 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 16:52:52, 1930 ნახვა

საზოგადოება
სვანეთი National Geographic Travel-ის ობიექტივში

National Geographic Travel-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გადაცემის წამყვანმა რობერტ რეიდმა სვანეთში იმოგზაურა.  უშგულელების დახმარებით ცნობილმა წამყვანმა ცხენზე ჯირითი ისწავლა და საქართველოს უდიდესი მწვერვალის შხარის ძირში იმოგზაურა.

რობერტ რეიდმა  სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებები  National Geographic Travel-ის მკითხველს და მაყურებელს გაუზიარა:  „ეწვიეთ  საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხეს და პატარა სოფელ უშგულს. აქ თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი მოგზაურობა,  კავკასიონის მთებში ცხენით ჯირითი. მოგზაურობის დროს ადგილობრივებთან შეხვედრისას ხშირად მეორეოჯახს იძენ. ძალიან იღბლიანი ვარ,  ამ ხალხმა საოცარი სითბო გამიზიარა.   ეს არ იყო მხოლოდ ერთი შესანიშნავი ოჯახი,სადაც მე დავრჩი, არამედ მთელი უშგული იყო ჩემი მასპინძელი.   კარგი მასპინძლობა, ყოველთვის არ ნიშნავს 5 ვარსკვლავიანსასტუმროებში დარჩენას, თუ შენ საკუთარ თავს მისცემ საშუალებას ,განსხვავებული მიიღო და გაიზიარო, ისიც  მიგიღებს. ვისურვებდი, რომ ყველა მოგზაურმა გაიზიაროს ის შთაბეჭიდლებები რაც მე საქართველოში მივიღე" - აცხადებს   რობერტრეიდი.

National Geographic Travel-ის გადამღები ჯგუფი სვანეთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2017 წლის მაისში ეწვია.  ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე ევროპაშიყველაზე მაღალი დასახლების უშგულის  სილამაზეს და ადგილობრივების ცხოვრების სტილს  National Geographic Travel-ისსაშუალებით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეცნობა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics