|
2017-10-03 17:17:17, 1771 ნახვა
საზოგადოება
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში „აგრარული მეცნიერების დღე“ გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის სემინარები ჩაატარეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სემინარის ფარგლებში განიხილეს ზოოანთროპონოზური ინვაზიური დაავადებების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მათი აღმძვრელებით ადამიანის დაავადების რისკ-ფაქტორები, თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნების მნიშვნელობა და გაუმჯობესების ღონისძიებები, სარძეო და სახორცე მეძროხეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, ვირუსები უტევენ მოსავალს; აგროწარმოების კარგი პრაქტიკა - „GAP". მათივე ინფორმაციით, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ სრული ინფორმაცია აგრარულ დარგში მიმდინარე პოექტებისა და ინოვაციების შესახებ და გაცნობოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას. „აგრარული მეცნიერების დღის“ ფარგლებში ასევე გაიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასტენდო გამოფენები, სადაც სხვადასხვა ექსპონატთან ერთად წარდგენილი იყო სიმინდის ახალი ჯიში „სახამებლიანი შავი” და შვრიის ახალი ჯიში „არგო“. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის და ჯიღაურას ბაზებზე ასევე გაიმართაშემეცნებითი ტურები. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა და სტუდენტებმა კვლევითი ცენტრის ლაბორატორიები დაათვალიერეს და სემინარები „ნიადაგი და კლიმატის ცვლილება“; „მყნობის ტექნოლოგიის გამოყენება ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებში“, „თხილის ბაღის აგროტექნიკა“; „თუთა ჩვენი მეგობარი“მოისმინეს. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)