04:44 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კომერციის მდივანს შეხვდა

საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის კომერციის მდივანმა უილბურ როსმა ისაუბრეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა BSEC-ის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მე-4 მინისტერიალსა და  ბიზნესსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც  სტამბოლში 11 მაისს გაიმართა. მინისტრმა, ასვე, საბჭოს წევრებსა და დამსწრე ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ლარი ისევ გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

 

„საქართველოს ბანკის“ მომსახურების ახალი მოდელი - მეტი ურთიერთობა

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელთან მეტ ურთიერთობაზე დამყარებულ მომსახურების მოდელზე გადადის, რომელიც  უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება.

 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების კონკურსი იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ს ლარით დენომინირებული პირველი ევრობონდების გამოშვება პოზიტიურად შეაფასა

EBRD-ის ლარით დენომინირებული ევრობონდები, აღნიშნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს ჩვენი კომერციული ბანკების მეშვეობით ლარში დააფინანსოს საქართველოს ეკონომიკა, რაც მნიშვნელოვანია საკითხია,  - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ფილიპ ბენეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა/ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფილიპ ბენეტმა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა განიხილეს.

 

EBRD საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, 3.9%-ს ძალაში ტოვებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ძალაში დატოვა.

გლდანში „გორგიას“ ჰიპერმარკეტი გახსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელმა "გორგიამდღეს  გლდანში (ვეკუას #14თბილისის მაშტაბით მეორე, ხოლო საქართველოს მაშტაბით  მეხუთე ჰიპერმარკეტი გახსნა.

 

გიორგი გახარია: დაისჯება ყველა ის ადამიანი ვისი წვლილიც დადასტურდება

დაისჯება ყველა ის ადამიანი ვისი წვლილიც დადასტურდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედურ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

გიორგი გახარია ტყიბულში გაემგზავრა

მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ტყიბულში გაემგზავრა.

 

რეგიონში პირველი აგრომარკეტი ქობულეთში გაიხსნა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, რეგიონში პირველი აგრომარკეტი გაიხსნა. ახალი აგრომარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

1 დოლარი 2.4370 ლარი ღირს

ლარი დოლართან  და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

გიორგი ჩერქეზიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ორი ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ტექნოპარკში გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ორი ახალი პროგრამა წარადგინა.

ქართული პროდუქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე „HOFEX 2017” წარდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ჰონგ-კონგის  საერთაშორისო გამოფენაზე „HOFEX 2017” ქართული პროდუქცია პირველად გამოიფინება.

ლევან დავითაშვილი: ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „ევროკავშირი საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის“ მონაწილეობა მიიღო.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics