03:30 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 13:31:14, 2171 ნახვა

ეკონომიკა
„ტერაბანკი“: ყოველგვარი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ მეანაბრეს ბანკის მხრიდან ზიანი მიადგა, სიცრუეა

„ტერაბანკი“ იურიდიული ფირმა BLB-სა და ყოფილი მეანაბრის მხრიდან, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველგვარი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ მეანაბრეს ბანკის მხრიდან ზიანი მიადგა, სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება.

„იურიდიული ფირმა “BLB-ისა“ და ყოფილი მეანაბრის მხრიდან კვლავ გრძელდება „ტერაბანკის“ მიმართ ცილისმწამებლური კამპანია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ბანკის რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებას.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ბანკის ყოფილი მეანაბრისა და ბანკის ფილიალის ყოფილი მმართველის პირადი საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე ფაქტებთან დაკავშირებით. „ტერაბანკი“ არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესის მონაწილე მხარე და დადგენილ განაჩენს „ტერაბანკის“ პასუხისმგებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ყოველგვარი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ მეანაბრეს ბანკის მხრიდან ზიანი მიადგა, სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო „ტერაბანკის“ განცხადების საფუძველზე, ვინაიდან, „ტერაბანკის“ ინტერესებში შედიოდა სიმარლის დადგენა. 2016 წლის 25 ნოემბერს „ტერაბანკმა“ მოაწყო ბრიფინგი, სადაც დეტალურად იქნა გამოაშკარავებული ის სქემა, რომელიც 2011-14 წლებში ბანკის წინააღმდეგ შეიმუშავეს და განახორციელეს ბანკის ყოფილმა მეანაბრემ და ბანკის ფილიალის ყოფილმა მმართველმა. ამასთან, ვინაიდან, მედიაში გაჟღერებული ბრალდებები „ტერაბანკის“ მიმართ მნიშვნელოვნად აზიანებს ბანკის რეპუტაციას, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სახელის გამტეხი ინფორმაციის უარყოფის მიზნით, „ტერაბანკს“ სასამართლოში შეტანილი აქვს სათანადო სარჩელი.

„ტერაბანკი“ თავისი საქმიანობისას ყოველთვის ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ბანკის ყველა შემდგომი მოქმედება დამოკიდებული იქნება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების დასრულების შედეგებზე.

„ტერაბანკი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სრულად იცავს თავისი ყველა მეანაბრის ინტერესს და წლების მანძილზე ინარჩუნებს კლიენტების ერთგულებასა და ნდობას.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics