|
2017-07-06 13:59:57, 2174 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, მაისში დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დარჩა კომპანიებში
„მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, მაისში, დაახლოებით, 120,0 მლნ ლარი დარჩა კომპანიებში", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, წელს 500 მლნ ლარი იქნება ის თანხა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად დარჩება ეკონომიკაში. „ეს კი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ინვესტიციებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების შედეგად, განვლილ 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143,8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269,7 მლნ ლარით (30,9%) აღემატება. „ესეც დამატებითი კონტრიბუციაა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ ზრდაში. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები და პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში", „აგროკრედიტები" და სხვა. აღნიშნული პროექტებიც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას," - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)