|
2019-12-02 18:24:03, 2501 ნახვა
რეგიონი
მოძრაობა „გაბედეს“ ორი წევრი ქალა-ტვინის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს
მცხეთაში, უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მცხეთის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ იქნა გადაყვანილი. საავადმყოფოს ექიმის განმარტებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მონიტორინგის მიზნით პაციენტები 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოში დარჩებიან. „ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. შემოსვლისთანავე ჰქონდათ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ძლიერი საერთო სისუსტე. ორივე მათგანს ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. აღენიშნებათ ექსკორიაციები სახისა და თავის არეში. კომპიუტერული ტომოგრაფია და მწვავე კეროვანი პათოლოგია გამოირიცხა თუმცა, რჩება ჩივილები, ამიტომ მონიტორინგის მიზნით პაციენტები დარჩებიან კლინიკაში სავარაუდოდ 24 საათით“, - განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა.
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)