17:27 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 18:59:33, 2865 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძის ანგარიში და ახალი პროექტების დაანონსება ოლადაურში

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.

ადგილზე გაეცნო ოლადაურში, მაწყვალთაში, კარაპეტისა და მახალაკიძეებში არსებულ ვითარებას და ადგილობრივებს, გაწეული საქმიანობის ანგარიშთან ერთად, 2020 წელში განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები გააცნო.

მერის განცხადებით, პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის პროგრამები, კულტურული, სპორტული, ახალგაზრული ღონისძიებები, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებები.

,,ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ღია ფორმატის შეხვედრების დროს გამოიკვეთა და ძირითადად ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა, მაქსიმალურად აგვესახა 2020 წლის ბიუჯეტში. ჩვენი მიზანია თანდათანობით მოგვარდეს, მოწესრიგდეს სოფლებში ინფრასტრუქტურა და ადგილობრივებს გქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები, ვიდრე დღეს არის. განვითარდეს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სოფელმა ნახოს მეტი სარგებელი. მინდა აქვე დავაანონსო მაწყვალთისა და კარაპეტის სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა, რომლის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ამ მიმართულებით მერია მომავალ წელს 300 000 ლარამდე დახარჯავს. ეტაპობრივად მოწესრიგდება, როგორც ადმინისტრაციული ასევე, სოფლის ცენტრები“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

დღესვე, ფრიდონ ფუტკარაძემ აღნიშნულ სოფლებში, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ოლადაურის ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე მან შენიშნვები გამოთქვა და მერიის შესაბამის სამსახურებს დაავალა, შემსრულებელმა კომპანიამ არსებული ხარვეზი, საგარანტიო ვადებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, დროულად აღმოფხვრას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics